სპექტაკლი სახელწოდებით „ჰესები გვანადგურებს“ უნდა დასრულდეს.
პანდემიის მიუხედავად, ინვესტორი მზად არის საქართველოში ისტორიული პროექტი განახოციელოს და მხოლოდ ერთმა ნამახვანის ჰესმა:
- ქვეყანაში შემოიტანოს 800 მილიონი აშშ დოლარი;
- შექმნას 2000 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, რომლის მინიმუმ 80% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება;
- შეავსოს ქართული ენერგოდეფიციტი (შესაბამისად შეამციროს დაწოლა ლარის კურსზეც) და შეამციროს დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე;
- ჩაანაცვლოს „კეთილმეზობლების“ 7-9 ცენტიანი პიკური დენი, 6.2 ცენტიანი ადგილობრივით;
- ჭარბი ენერგია გაიტანოს ექსპორტზე და ქართულ ბიუჯეტს ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის ახალი შემოსავალი გაუჩინოს.
ყველაფერთან ერთად, როგორც იქნა სახელმწიფომ გადაწყვიტა სტრატეგიული პროექტის ბოლომდე მიყვანა და ინვესტორთან თავისი წილი ვალდებულების შესრულება. ალბათ მოწინააღმდეგების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ფაქტითაცაა გაღიზიანებული და საკითხი პოლიტიკურ ველში გადააქვთ, რადგანაც ეკონომიკურად პროექტს ვერაფერს აკლებენ. რა თქმა უნდა, გულწრფელად ანთებული ადამიანებიც აპროტესტებენ, თუმცა ზღვა ინფორმაციულ ნაკადში ყველას ვერ მოთხოვ დეტალურად ერკვეოდეს ყველა საკითხში, რასაც ზოგიერთები ოსტატურად იყენებენ.
გავეცანი კლიმატის ცვლილებაზე მოსალოდნელ შედეგებსაც და გარდა ზეპირი მოსაზრებისა, რომ ამ პროექტმა შეიძლება ადგილობრივი სიკეთეები მოშალოს, არაფერს გადავაწყდი, როდესაც მეორე მხარეს კონკრეტულად მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტებია... ჰესების მშენებლობა რომ ასეთი დამანგრეველი იყოს, შვეიცარია არ იქნებოდა ერთ-ერთი ლიდერი სწორედ კაშხლოვანი ჰესებით. ამერიკაში არ ააგებდნენ მსოფლიოში ყველაზე დიდ კაშხლებს. ბოლო-ბოლო „ენგურჰესის“ გამოცდილება გვაქვს ჩვენსავე ქვეყანაში და რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები მან შეიტანა სამეგრელოში, თუმცა ის უარყოფითი მოვლენები ნამდვილად ვერ გადაფარავს იმ სიკეთეებს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მისგან იღებს.
თუ არ დამიჯერებთ, განაგრძეთ თავის დარწმუნება იმაში, რომ: თავის დროზე თბილისში მეტრო არ უნდა გაეყვანათ, რახან ისტორიული სამარხები შეიძლება დაზიანებულიყო; სასტუმროები არ აეშენებინათ (განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში), იმიტომ რომ ტურისტები წაგვბილწავდნენ; აკვატორიაში გემები არ შემოგვეშვა, იმიტომ რომ სანაპიროს გვიბინძურებენ; ინტერნეტი, ტელეფონი და თუნდაც ტელევიზორი არ გამოვიყენოთ, რახან გამოსხივება აქვს და ვიყოთ ახალი გვინეის კუნძული ვაიგეოსავით, რომელსაც უკანასკნელ სამოთხეს ეძახიან დედამიწაზე... თუ რატომ, მოიძიეთ და მარტივად მიხვდებით. და მიხვდებით, რომ ამისთვის არ იბრძვით და არც სხვებს გინდათ დაუტოვოთ ასეთი „სამოთხე“.
აქვე დავამატებ, რომ მეტი ნდობის საფუძველი მეტი გამჭვირვალობაა. ეს უნდა ახსოვდეს ინვესტორსაც და სახელმწიფოსაც.
ვახტანგ ჭარაია,
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი,
ასოცირებული პროფესორი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.