საბურთალოს რაიონში, დგებუაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე გაეცნენ.
„ლისის ტბის მიმდებარედ, რამდენიმე ქუჩაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა. გასულ წელს დავიწყეთ ეს პროექტი, მოვაწესრიგეთ გვარამაძისა და ერისთავის ქუჩები. ახლა კი, დგებუაძის ქუჩაზე ვასრულებთ სამუშაოებს“,- განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.
აღნიშნულ ტერიტორიებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და ადგილობრივი მცხოვრებლები გრუნტის გზით გადაადგილდებოდნენ. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობისთვის გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება.
საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაფინანსებით, კომპანია „ლ. ენდლ“ ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.