მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველა ინდიკატორი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე მიუთითებს, თანდათან უმჯობესდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე და დაამატა, რომ მიუხედავად ამისა, კვლავაც სიფრთხილეა საჭირო.
მან მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველა ინდიკატორი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე მიუთითებს, თანდათან უმჯობესდება. ეს არის ვთქვათ ინციდენტობა, 100 000 მოსახლეზე, ახალი შემთხვევები ბოლო 14 დღისა და ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, სერიოზულად არის გაუმჯობესებული, დაახლოებით ათჯერაა შემცირებული ინციდენტობა ნოემბერ-დეკემბრის პირველი კვირის მონაცემებთან შედარებით. ასევე, შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით შვიდი-რვაჯერ (როგორც შვიდდღიანი, ისე 14-დღიანი).
ყველა ეს ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არავითარი თვითდამშვიდების საშუალებას და უფლებას არ გვაძლევს. 829 ახალი შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, ჩვენი პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ. ამიტომ, რეგულაციებთან და რეკომენდაციებთან მიმართებით არავითარი მოდუნება არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი შემცირდება. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ არსებული პროგნოზით, საქართველო პირბადის ტარების მაჩვენებლით 42-დან 72%-მდე ავიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.