შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თერჯოლაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 204-ე კილომეტრის მიმდებარედ ბუნებრივი აირით დატვირთულ ავტომანქანებს ცეცხლი გაუჩნდათ. ავტომობილები გაზგასამართ სადგურზე იდგნენ და არსებობდა როგორც აფეთქების, ასევე, ცეცხლის გვერდით მდგარ მანქანებზე გავრცელების საფრთხე.
შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებს გაზ გასამართ სადგურზე დახვდათ ორი სატუმბი მოწყობილობით და ბალონებით დატვირთული ავტომანქანა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა სიტუაციის სირთულის გათვალისწინებით დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა არსებული საფრთხის თავიდან არიდება და ხანძრის დროული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ინფორმაციას და ვიდეომასალას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.