სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი კომპანიის და საქართველოს მელიორაციის თანამშრომლები პასუხისგებაში მისცეს
09-02-2021, 15:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს საქართველოს მელიორაციისა და კერძო შპს-ს თანამშრომლები.

 


ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

 


სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ 2018 წლის 13 სექტემბერსა და 11 ოქტომბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორ ლოტად გამოცხადდა ელექტრონული ტენდერები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების გამანაწილებელი არხების გ-32 ისა და გ-35-ის მოწყობის თაობაზე, ღირებულებით 2 421 360, 62 და 1 482 680 ლარი. გ-32 ის მოწყობის სამუშაოებში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „კაპიტელმა“ და გ-35 ის მოწყობის სამუშაოებში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „კალასმა“, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამუშაოები არ აწარმოეს დადგენილი პროექტის შესაბამისად, რის შედეგადაც შპს „კაპიტელის“ წარმომადგენლები თაღლითურად დაეუფლნენ 148 072 ლარს, ხოლო შპს „კალასის“ წარმომადგენლები – 106 237 ლარს.

 


სამუშაოთა წარმოების ორივე მიმართულებაზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ზედამხედველობისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საველე ინჟინერ-ზედამხედველები, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ სამუშაოთა არასრულყოფილად წარმოების შესახებ, არ გაატარეს სათანადო ზომები და საპირისპიროდ ხელმოწერით დაადასტურეს ყალბად შედგენილი ფარული სამუშაოების ამსახველი აქტები და სამუშაოთა შესრულების უწყებები, რითიც დაეხმარნენ შპს-ს წარმომადგენლებს თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი