საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო განათლებისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას. ხაზი გაესვა ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.