გიორგი გახარიამ გუბერნატორებს უთხრა: თითოეული საჯარო მოხელის ეფექტურად მუშაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი
09-02-2021, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი გახარიამ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თითოეული საჯარო მოხელის ეფექტურად მუშაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ქვეყანამ გლობალურ კონკურენციაში დაიკავოს ღირსეული ადგილი და ამ ბრძოლიდან გამოვიდეს გამარჯვებული.

 


„რაც შეეხება ეკონომიკურ აღდგენას, ძირითადი მიზანი არსებული შეზღუდვების შემსუბუქების გახლავთ ის, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს უახლოეს პერიოდში დაიწყოს სრულფასოვანი ვაქცინაცია. აქაც რეგიონულ მართვას ექნება უაღრესად დიდი მნიშვნელობა“, - თქვა გიორგი გახარიამ გუბერნატორებთან შეხვედრისას.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით როგორც ლოგისტიკური, ისე სხვა საკითხები ადგილზე სრულად უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფო რწმუნებულების მიერ.

 

 

„მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურად სხვადასხვა სახის ვაქცინა არსებობს. სხვადასხვა სახის ვაქცინას სჭირდება სხვადასხვა სახის ტემპერატურული რეჟიმი და კიდევ ბევრი სხვა კომპონენტი როგორც ლოგისტიკის, ასევე დროის მართვის და ა.შ. ეს ყველაფერი ადგილებზე სრულად უნდა კონტროლდებოდეს თქვენ მიერ. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით წელს, 2021 წელს როდესაც საქართველო, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნები, ისევე როგორც მსოფლიო გლობალური პანდემიის და მისგან გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის ემზადება ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული საჯარო მოხელის ეფექტურად მუშაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ გლობალურ კონკურენციაში დაიკავოს ღირსეული ადგილი და გამოვიდეთ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული. აქ თქვენს მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა,“- მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი