ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
09-02-2021, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია მუქედის, ციხესულორის, გადიდის და ზედა ვანის მოსახლეობას შეხვდა.

 


მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, სოფლის ცენტრში სკვერის, გარე განათების მოწყობა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.

 


ციხესულორში ადგილობრივების ძირითად მოთხოვნას სტადიონის რეაბილიტაცია წარმოადგენს.

 

 

გადიდის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.

 


რაც შეეხება ზედა ვანის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია შიდა საუბნო გზების შეკეთება, გარე განათებისა და სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა.

 


კოვიდ პანდემიის გამო, სოფლის საერთო კრებები იმართება ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით.

 


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

 


ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი