თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ დიპლომატთან საუბრისას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ არსებულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით საქართველო-უკრაინის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ირაკლი ღარიბაშვილმა და იგორ დოლგოვმა ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებზეც იმსჯელეს, მათ შორის ხაზი გაესვა საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობას, სამხედრო განათლების სფეროში, ასევე, დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობის გაგრძელებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.