განათლების მინისტრის პირველი მოადგილე მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე სკოლების მზადების პროცესს ეცნობა
10-02-2021, 11:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე სკოლების მზადების პროცესს ადგილზე ეცნობა. ეკატერინე დგებუაძე თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც 15 თებერვალს მოსწავლეთა მისაღებად ემზადებიან.

 

 

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 150-ე საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის ბუნებრივ ფორმატში აღსადგენად სრულ მზადყოფნაშია. სკოლა ზედმიწევნით იცავს სამინისტროს რეკომენდაციებს და აკმაყოფილებს ყველა სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აღჭურვილია: პირბადეებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით, შენობაში დამონტაჟებულია სპეციალური დისპენსერები, მოწყობილია ცხელების ოთახი და საკლასო ოთახებში მერხებს შორის დაცულია ერთმეტრიანი დისტანცია.

 


ეკატერინე დგებუაძემ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით მშობელთა ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათთან კომუნიკაცია მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ მოსწავლეთა მშობლებთან. ადმინისტრაცია მათ აწვდის ყველა სიახლეს, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

 


მნიშვნელოვანია, რომ 150-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები, ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, უკვე დარეგისტრირებული არიან შრომის ინსპექციის სპეციალურ პორტალზე. შესაბამისად, სკოლის თანამშრომლების 20%-ს ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება სავალდებულო ტესტირება.

 


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის სისტემური ტესტირება, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დაბრუნების პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

 


სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებამდე უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური აკვირდება და ამ მიმართულებით სკოლებში მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება.

 


ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი