ვანო მერაბიშვილი მოსამართლეს: ნუ შემაჩვიეთ ენა და შენიშვნების მოცემა
18-02-2014, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნუ შემაჩვიეთ ენა და შენიშვნების მოცემა. თუ უნდათ, რომ უტიაშვილი შეცდომაში შეიყვანონ, არ ვიცი, წყნარად დაუსვან შეკითხვები", - ამ რეპლიკით ვანო მერაბიშვილმა პროცესზე მოსამართლეს მიმართა.

 


ვანო მერაბიშვილის გაღიზიანება შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის დაკითხვისას, ბრალდების მხარის პროკურორების შეკითხვებმა გამოიწვია, რის გამოც მოსამართლის შენიშვნა მიიღო. მან სასამართლოს მიმართა, რომ მის მიმართ მეტად კორექტული იყოს.

 

 

რაც შეეხება უტიაშვილის დაკითხვას, მან ისაუბრა 2011 წლის 26 მაისის აქციამდე განვითარებულ მოვლენებზე. რაც შეეხება უტიაშვილს, როგორც მან განაცხადა, არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნინო ბურჯანაძის ინიცირებული აქციები შედიოდა გრუ-ს ინტერესებში.
ამასთან, უტიაშვილის თქმით, შს სამინისტროს გააჩნდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფებოდა ვლადიკავკაზში და თავისი რაზმით საქართველოში შემოსვლას გეგმავდა, რათა ხელი შეეშალა 26 მაისის აღლუმისთვის.

 


როგორც უტიაშვილი აცხადებს, სწორედ ამ მიზნით და ოქრუაშვილის ინტერესის შესაბამისად, ამერიკის საელჩოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელსაც სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი ესწრებოდნენ. მისი თქმით, იგეგმებოდა ქუჩის გადაკეტვა, რათა ოქრუაშვილი თავისი რაზმით ქალაქში შემოსულიყო.

 

 

შოთა უტიაშვილის შეფასებით, სწორედ "დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ შს სამინისტროში შეიქმნა სპეციალური შტაბი 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით. უტიაშვილმა აქციის დაშლის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაშლის დასაწყისში ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა მიტინგის ტერიტორიაზე, თუმცა მალევე დატოვა.

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=10804 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი