[ვიდეო] ვაკის პარკში, რეაბილიტაციის პერიოდში, შინაური ცხოველებისთვის სასეირნო ტერიტორია გამოიყოფა
10-02-2021, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პერიოდში, ვაკის პარკში გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი.

 


როგორც მან თბილისის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკი სრულად დაიკეტა.

 


„ვაკის პარკი, არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სრულად დაიკეტა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან გვქონდა კომუნიკაცია და მათი მოთხოვნა იყო, გამოგვეყო გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ ცხოველების გასეირნება შესაძლებელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. ამ კომუნიკაციის შედეგად, დღეიდან გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნების საშუალება მიეცემათ ადამიანებს, რეაბილიტაციის პერიოდში. ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ამ სივრცის და მისი მდებარეობის შესახებ. სოციალური ქსელების, მედიის საშუალებით მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაკის პარკის სრულმასშტაბიან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პირველ ეტაპზე, გარკვეული ზონები ეტაპობრივად დაიკეტა, ხოლო მასშტაბური სამუშაოებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დამსვენებლებისათვის პარკი სრულად დაიკეტა.

 


სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი