ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთითბილისის მერიას კერძო კომპანიისგან საპრივატიზაციოდ,„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გადაეცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრივატიზაციის პირობა 18 მილიონ 400 ათასი ლარის დაფინანსების განხორციელებაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე კი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ იგეგმება.
„ნინოშვილის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი კომპანია „ცენტრ პოინტს“ეკუთვნოდა, რომელსაც ოდესღაც, პირდაპირი წესით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ეს ქონება ერთ ლარად გადაეცა, იმისთვის, რომ საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინათ. როგორც მოგეხსენებათ, „ცენტრ პოინტი“ არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი დაზარალებული ჰყავს. საუბარია 6 000-ზე მეტ ოჯახზე, რაც სერიოზული პრობლემაა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში, თავიანთ საცხოვრებელ სახლებსელოდებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრივატიზაცია მიწის ნაკვეთის რეკრეაციული სტატუსითგანხორციელებულიყო.
„კონკრეტული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს კომპანიისგან საკუთრებაშიგადაეცა, რათა „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, მისი პრივატიზაცია მომხდარიყო. თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრივატიზაცია განხორციელებულიყო მიწის ნაკვეთის რეკრეაციული სტატუსით, რაც სამშენებლო სამუშაოებსგამორიცხავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება. მიწის ნაკვეთს აქვს რეკრეაციული ზონის სტატუსი და მისი განვითარებაამავე სტატუსის ფარგლებში მოხდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, პრივატიზაცია„სითი ლოფტზე“განხორციელდა, რომელიც „აჭარა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა.
„გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ქონების პრივატიზაციაერთ ლარად მოხდა. პრივატიზაციის პირობა „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, 18 მილიონ 400 ათასი ლარის დაფინანსების განხორციელებაა. როგორც იცით, თბილისის მერიას დაწყებული აქვს კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ბინებით ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს,რომლებიც ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობაში ცხოვრობენ, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიამ მათ ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.
„ამ პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დევნილის სტატუსის მქონესწარმოადგენს, რომლის წინაშე სახელმწიფომ ვალდებულება შეასრულა და საცხოვრებელი ფართები გადასცა,თუმცა ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვქონდა და ქირით უზრუნველყოფას მოვახდენთ. ღია ცის ქვეშ არავის დაგვტოვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ის სპორტსმენები კი, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში ვარჯიშობდნენ, ვარჯიშის გაგრძელებას ნორმალურ პირობებში შეძლებენ, რადგან მუნიციპალიტეტი მათაც დაეხმარება.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორი რამ: პირველი - მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოხდა რეკრეაციული სტატუსით და მასზე მშენებლობა არ განხორციელდება. მეორე - საპრივატიზაციო პირობაა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად დაფინანსების - 18 მლნ 400 ათასი ლარის გამოყოფა შემძენის მიერ. ასეთია პირობები და არა ისე, როგორც ზოგიერთი მედიასაშუალება, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით აშუქებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.