[ვიდეო] თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ბარაკების დემონტაჟი დაიწყება და სკვერი მოეწყობა
10-02-2021, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყვარჩელის ქუჩაზე სკვერის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


თბილისისმერმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის არასწორ ურბანულ განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განაშენიანდეს ქალაქი.

 


„სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია მგონი ყველამ კარგად ვიცით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი. ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა მოხდეს განაშენიანება. ჩვენ ვხედავთ ურბანულ გენოციდს. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ არავის მოგვწონს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ნებართვის გამცემი, ისე ნებართვის მიმღები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ კონკრეტულ ტერუტორიაზე. არანაირად არ არის განსაზღვრული ურბანულად, თუ როგორ უნდა იყოს დაგეგმარებული გზები, რეკრეაციულ სივრცეებზე საერთოდ ზედმეტია საუბარი. ელემენტარულად რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარც გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ და კონკრეტული ქუჩები არ იცი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 


მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერიე.წ. ბარაკების ადგილას მოეწყობა, რომელთა დემონტაჟი დღეს დაიწყება.

 


„ტყვარჩელის ქუჩა N5-ში მდებარეობდა ე.წ. ბარაკები. რა თქმა უნდა, მოთხოვნა იყო, რომ მათნაცვლად, ისევ საცხოვრებელი კორპუსები აშენებულიყო, რაც ვფიქრობ, ამ კონკრეტული ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიისთვის დამატებითი პრობლემა იქნებოდა. შესაბამისად, მოველაპარაკეთ ამ ოჯახებს და გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა. დაახლოებით, 1 500 კვადრატული მეტრის ტერიტორია, სადაც . ადგილობრივებს იმის საშუალება მაინცექნებათ, რომ თავიანთი პატარები ჩამოიყვანონ და სკვერში გაასეირნონ. იქ მცხოვრებთათვის ასეთი პროექტი არ არსებობს, უბრალოდ სკვერი და პარკი არ არსებობს, ტროტუარიც კი არ არის, რომ ადამიანებმა ნორმალურად გაიარონ. ეს კონკრეტული სივრცე გამოყენებული იქნება სკვერის მოსაწყობად, რათა იქ მცხოვრებმა ადამიანებმა დაისვენონ და განიტვირთონ. ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე კორპუსები არ და ვერ აშენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი