ხელისუფლებას მოვუწოდებთ - გახსენით ტელევიზიები, დავიწყოთ დებატები, დაგველაპარაკეთ პირისპირ და საჯაროდ ხალხის თვალწინ და თვალი გაუსწორეთ რეალობას! - ამის შესახებ „ლელო“-ს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც ამერიკის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა თქვა, დებატები დემოკრატიის გარანტიააო. ამ დროს საქართველოში მედია ისე, როგორც საზოგადოება ორადაა გახლეჩილი, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ „ოცნება“ არ დადის დებატებზე, არ დადის ოპოზიციურ მედიაში. ოპოზიციას კარი აქვს ჩაკეტილი ტელეკომპანია „იმედზე“ და სხვა სახელისუფლო არხებზე. არ ეწყობა დებატები, არ მიმდინარეობს დიალოგი, რადგან ხელისუფლებას არ აქვს პასუხი მწვავე კითხვებზე, ვერ ხედავს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და არ აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა.
ვინ მიგვიღებს ევროკავშირში თუ ერთმანეთს ტელევიზიაში არ ვესაუბრებით, თუ საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებით და მხოლოდ მომხრეებთან ვგრძნობთ თავს კომფორტულად?!
ხელისუფლებას მოვუწოდებთ - გახსენით ტელევიზიები, დავიწყოთ დებატები, დაგველაპარაკეთ პირისპირ და საჯაროდ ხალხის თვალწინ და თვალი გაუსწორეთ რეალობას!
მხოლოდ კამათსა და მხოლოდ აზრთა ჭიდილში დაიბადება ჭეშმარიტება და დავინახავთ გამოსავალს“, წერს ხაზარაძე „ფეისბუქში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.