საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზეც გავრცელდება. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, საქართველოს ორდინარული პასპორტის აღების შემთხვევაში, ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.
„ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს ჩვენთვის პოლიტიკური განზომილებაც გააჩნდა და გააჩნია. ეს არის ის ფაქტი, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მიიღებს, ეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება - აქ იგულისხმება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც შესაძლებელი გახდება, საქართველოს ორდინარული პასპორტის ფლობის შემთხვევაში, ევროკავშირში იმოგზაურონ. ეს იქნება ძალიან დიდი წამახალისებელი ფაქტორი, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა საქართველოს პასპორტებს მეტი ყურადღება მიაქციონ - მიიღონ ის და იმოგზაურონ ევროპაში", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
გიგიაძის თქმით, ამ მხრივ კარგი მაგალითია მოლდოვას შემთხვევა, როცა მოლდოვას მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებისთანავე, რამდენიმე თვეში დნესტრისპირეთის მოსახლეობისგან დიდი რაოდენობით განაცხადი გაკეთდა და ძალიან ბევრმა მოლდოვის პასპორტის მიღება მოითხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.