თბილისში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
10-02-2021, 17:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, წერეთლის გამზირისა და სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

 


თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, არსებობდა სასაწყობე ფართიდან ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა დროულად მოხდა რეაგირება.

 


„მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერესელიძის 2 ნომერში ხანძარი გაუჩნდა სასაწყობე ფართს, კვადრატულობა დგინდება. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული შვიდი სახანძრო ავტოცისტერნა. არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

 


მისივე თქმით, შემთხვევეის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მოქალაქე.

 


„მსუბუქად დაშავდა ერთი მოქალაქე, რომელმაც ხელზე მიიღო მცირედი დამწვრობა. გარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მანქანა გარეთ ეყენა და გადაყენების დროს მიიღო დაზიანება. ეს ტერიტორია არ ეკუთვნის „მეგალაინს“, არის კერძო შპს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. სარდაფში ინახებოდა შერეული საქონელი და ნაწილი დაიწვა“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი