ქალის მშობიარობის წესი მე-19 საუკუნის შუა ხანების ტფილისში - ქართველები ძალიან უკმაყოფილონი რჩებოდნენ თუ ვაჟი არ გაჩნდებოდა
10-02-2021, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

1840-იანი წლების და „ცოტა“ ადრინდელ ტფილისში, ქალის მშობიარობის დაწყებისას ქმარი მაშინვე, შუაღამეც რომ ყოფილიყო და ავდარიც, შიკრიკს აგზავნიდა ნათესავებში. კარის ბრახუნზე „ვინ არისო?“ შიკრიკი პასუხობდა: „ქალბატონს მუცელი სტკივა“ და მაშინვე გასწევდა სხვასთან, ამ ამბის გამგები ოჯახი კი დაუყოვნებლივ მშობიარეს სახლისკენ გასწევდა, სადაც მთელი ქალაქიდან გროვდებოდა ნათესავ-მეგობრები.

 


მშობიარესთან, ორ-სამ დამხმარე ქალთან ერთად , მხოლოდ ბებიაქალი იმყოფებოდა. მომლოგინეს საწოლი შუა ოთახში იდგა. გარეთმყოფნი კი თავს იქცევდნენ მხიარული ბაასით და ხემსით. ბავშვის გაჩენისთანავე იწყებოდა ქალთა ნადიმი, ადღეგრძელებდნენ დედას და ახალშობილს, მღეროდნენ სიმღერას, სადაც დედას მთვარესთან და ბავშვს კი მზესთან ადარებდნენ, უსურვებენ პატარას სიკეთეს ბლომად ოქროს, ჩინს და სილამაზეს. ხშირად ამ ხორხოცს დედის კვნესაც კი უერთდება. ამ დროს ქმარს არ ჰქონდა ოთახში შესვლის უფლება, ზოგჯერ ცოლი იხვეწებოდა კიდეც ქმრის შეშვებას მაგრამ „სად?!“ „არ შეიძლება!“ „სირცხვილი!“

 

 

ტფილისელი ქართველები ძალიან უკმაყოფილონი რჩებოდნენ თუ ვაჟი არ გაჩნდებოდა, ეს ისეთი უსიამოვნება იყო, რომ მსურველიც ძნელად გამოჩნდებოდა მამისთვის გოგოს შეძენის ამბავი რომ ეცნობებია, იგი თვითონ ხვდება, მაგრამ თუ ახლადდაბადებული გოგო პირველი გოგო არ იყო და თუ მანამდეც ვაჟი არ ჰყავდა, მაშინ მამას სერიოზულად ამშვიდებენ, ისე თითქოს დიდი უბედურება ეწვია რამ. მღვდელიც კი განუმარტავდა, რომ ღმერთის ნება იყო ასეთი და ამის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა არ შეიძლებოდა.

 


ძეობის დროს კი, განსაკუთებით თუ პირველ შვილად მოევლინა ვაჟი, მამის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ბედნიერი მამა თოფს ისვროდა და მსახურის ხელით ნათესავ-მეგობრებში სამახარობლო ფულსაც არიგებდა. მთელი კვირა ახლობელი ქალბატონები დედის მოსანახულებლად დადიოდნენ, მთელი დღე და ღამე რჩებოდნენ მასთან.

 


ქართველები თავის პირმშოს დამატებით სახელსაც არქმევდნენ, მათ შორის მუსულმანურსაც: ასლანი, კოპა, ფარსადანი, ქართული: ვარდისახარი, მუსხისახარი, მონავარდისა, თუთა და სხვა. ბავშვი მხოლოდ ნათლობისას, მღვდლის მიერ ღებულობდა ნამდვილ ქრისტიანულ სახელს. ნათლობის შემდეგ ბავშვი ძიძას გადაეცემოდა. შემდგომში ვაჟი სრულიად თავისუფლად იზრდებოდა, ქალი კი დედის მეთვალყურეობით. ხშირად 8 წლის ასაკს მიღწეულ ასულს მონასტერს აბარებდნენ ხელსაქმის და წერა-კითხვის სასწავლებლად. ეს ბოლო ჩვეულება კი იმ დროიდან იყო, როცა სპარსეთის შაჰის მსახურნი შაჰის ჰარამხანისთვის საქართველოში ლამაზ ქართველ ქალთა „შეთვალიერებით“ იყვნენ დაკავებულნი, რის გამოც ქართველნი მათ თვალთა ასარიდად გოგონებს მონასტერში აფარებდნენ.

 


ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი