ჩვენ არ დავფიქრებულვართ პარლამენტში შესვლაზე. შესვლა არ განიხილება. დაწერილი გვაქვს მანდატის გაუქმებაზე განცხადება და ეს განცხადება ძალაშია დღესაც, – განუცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხს, თუმცა იქვე დაამატა, რომ თუ ხელისუფლება მანდატებს არ უუქმებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაშინ ოპოზიციამ აღნიშნული ქმედება მომავლის კანონპროექტის მხარდასაჭერად უნდა გამოიყენოს და თავისი პარტია მზად არის, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.
„ქართული ოცნება“ არღვევს კანონს და არ აუქმებს უფლებამოსილებას. ამასთან, თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ მზად ვართ უბარიერო პროპორციული არჩევნებისთვის, ანუ იმ პირობისთვის, რომელიც 20 ივნისის შემდეგ არსებობდა „ქართული ოცნების“ მხრიდან და რის ირგვლივაც გაერთიანდა ოპოზიცია, თუ ამ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, თუ გაბედავენ, რადგან მათ ეს ვერ გაბედეს არჩევნებამდე, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ კენჭისყრაში მივიღოთ მონაწილეობა და ისევ გავაგრძელოთ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა. ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას. პარლამენტში არ შევდივართ და მზად ვართ, მომავლის კანონპროექტს დავუჭიროთ მხარი. თუ დღეს ჩვენ ძალაუფლება მიტაცებული გვაქვს იმის გამო, რომ სისტემა იყო აბსოლუტურად მორგებული, შეძლებოდა ხელისუფლებას დარჩენილიყო მესამე ვადით, ეს რომ არ დავუშვათ სამომავლოდ, ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ და მორჩა. ეს ნიშნავს სამი მოსმენით კანონპროექტის მხარდაჭერას მხოლოდ. ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას ან მანდატის გამოყენებას. ან გააუქმონ უფლებამოსილება, ამის შესაძლებლობა აქვს „ქართულ ოცნებას“ ან თუ ტოვებს ამ უფლებამოსილებას, ჩვენ ამას გამოვიყენებთ, მომავლის კანონს დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა სამნიძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლება თუ დაარეგისტრირებს ბუნებრივი ბარიერით არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტს, „რესპუბლიკელები“ მზად არიან, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო ბლოკით „ძალა ერთობაშია“ იყო წარმოდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.