ლევან ხაბეიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ პარლამენტში ერთჯერადად შესვლის საპასუხოდ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლას არ აპირებს
10-02-2021, 20:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ  სამნიძეს შეუძლია, თქვას და გააკეთოს ის, რაც უნდა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

 


„ნაციონალურ მოძრაობას“ მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რაც უკავშირდება მხოლოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი არ აპირებს ერთჯერადად, ორჯერადად ან მრავალჯერადად პარლამენტის მანდატის გამოყენებას და პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას მარტივი რამის გამო – ჩვენ უკვე დეკემბერში დავწერეთ განცხადებები საკუთარი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დეკემბრიდან ჩვენ აღარ ვართ პარლამენტის წევრები, ეს მხოლოდ კობახიძის და თალაკვაძის თავში მოიხარშა, რომ ნაძალადევად უნდა ვიყოთ პარლამენტის წევრები.

 


რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება, იფიქრონ ისე, როგორც თავად თვლიან საჭიროდ. ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს, არანაირად არ შევდივართ პარლამენტში და არც მოლაპარაკებაზე დავსხდებით, თუ ეს საკითხი არ იქნება დაკავშირებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან.

 


„ჩვენ, ვინც განცხადებები დავწერეთ, არ ვართ ბოიკოტის რეჟიმში. შეიძლება იყოს აღიარო პარლამენტი და იყო ბოიკოტის რეჟიმში, ეს არის ბოიკოტი. ჩვენ ბოიკოტში კი არ ვართ, არალეგიტიმურად მივიჩნევთ პარლამენტს. შესაბამისად, იმის ბოიკოტირება, რაც არალეგიტიმურია, შეუძლებელია. როგორ უნდა ვთქვა, რომ გუშინ განცხადება დავწერე, მაგრამ ახლა შევალ პარლამენტში და რამე საქმიანობას განვახორციელებ-მეთქი, ამით ხომ საკუთარ თავს გადავაბიჯებ. ამიტომ ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას არ ვაპირებთ. დანარჩენი კონკრეტული სუბიექტები თავად თუ რაიმეს გადაწყვეტენ, ეს არის მათი უფლება.

 


ქალბატონ ხათუნას შეუძლია თქვას ის, რაც უნდა, გააკეთოს ის რაც უნდა, იფიქროს ის, რაც უნდა, თუმცა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი არ აპირებს პარლამენტში შესვლას“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

 

 

სამნიძემ კი განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მანდატებს არ უუქმებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაშინ ოპოზიციამ აღნიშნული ქმედება მომავლის კანონპროექტის მხარდასაჭერად უნდა გამოიყენოს და თავისი პარტია მზად არის, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი