თინა ხიდაშელი: კვერცხის სროლა არის დემოკრატიის ნაწილი, მოგწონთ ეს, თუ არა
21-10-2015, 06:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კვერცხის სროლა არის დემოკრატიის ნაწილი, მოგწონთ ეს თუ არა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიერ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი წერილობით მიმართვის თაობაზე კომენტარირებისას განაცხადა.


როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ის წერილს არ გაცნობია, ამიტომ მასზე საუბარი და აბსტრაქტულად რაიმე პასუხის გაცემა გაუჭირდება.


"მე, ვიდრე წერილს არ წავიკითხავ, არ ვიცი რა წერია, ამიტომ გამიჭირდება ასე, აბსტრაქტულად რაიმე პასუხის გაცემა ამ თემაზე, იქედან გამომდინარე, რომ ნამდვილად ყოველდღიურ რეჟიმში მოსამართლეების სახლის წინ არ ვდაგავარ, რომ ვიცოდე ვინ ვის რას ეუბნება და რა ხდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა და დაამატა: "კვერცხის სროლა არის დემოკრატიის ნაწილი, მოგწონთ ეს თუ არა. მაგრამ, თუ რამე მეტზე ვლაპარაკობთ, ამისთვის წერილი უნდა წავიკითხო და გავეცნო", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


პაპუაშვილი ქვეყნის პირველ პირებს მიმართავს, რომ მათ კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება და მიიღონ სათანადო ზომები საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორების დროულად აღსაკვეთად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი