ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ
11-02-2021, 06:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.

 


როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ასევე ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მიმართულებით.

 


„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა თანამშრომლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მნიშვნელოვანი პროგრესით ხასიათდება არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ასევე ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო ფართო მიზნების თვალსაზრისით.

 


დარწმუნებულნი ვართ, ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება კონსენსუსის მიღწევისკენ ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის მოსაგვარებლად და საქართველოში დემოკრატიის, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, რასაც ასევე, არსებითი მნიშვნელობა აქვს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ საგრძნობ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხითაც“, - აღნიშნულია წერილში.

 

 

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი