„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს 17-მა პროცენტმა თბილისელმა მისცა ხმა თბილისის მერის არჩევნებზე. „ტვინი ჰქონდათ იმ თბილისელებს? ტვინი ჰქონდათ? ასეთ ვაჭრებს რომ ირჩევენ, ასეთ უსინდისოებს“, თქვა „ლეიბორისტების“ ლიდერმა.
როგორც ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, პარტია „მოქალაქეების“ საქმიანობაზე „მოხდება საქმის აღძვრა და ყველაფრის შესწავლა, რაც მათ ჩაიდინეს“.
„ეს ყველაფერი არიც ჩვენთვის ძალიან ცნობილი და ძალიან ნათელი. ის ვაჭრობა, რაც მიდიოდა ეს წლები და ეს პერიოდი ხელისუფლებასა და მათ შორის, ეს ყველაფერი არის ძალიან ცნობილი და რომ არ ვამბობდი და ვდუმდი დიპლომატიურად, არ ნიშნავს, რომ ვიღაცას რაღაცას აყლაპებენ. ეს არის სამარცხვინო, რაც მათ ჩაიდინეს“, თქვა ნათელაშვილმა, რომლის განცხადებითაც, „მოქალაქეების“ წევრის, დეპუტატ ლევან იოსელიანის ძმა „დარიალი ჰესის“ დირექტორია და ის წარმოადგენს ელისაშვილის პარტიის ფინანსების მთავარ წყაროს.
„თქვენ იცით თუ არა, რომ ჩემი ოჯახის წევრები უმუშევრები არიან 30 წელია, ჩემ გამო, იმიტომ რომ ოპოზიციაში ვარ. ვინ დანიშნავდა ჩემს ძმას „დარიალი ჰესის“ დირექტორად. ვის ატყუებთ თქვენ?... ეს არის სამშობლოს ღალატი, რაც თქვენ ჩაიდინეთ. კეთილი ინებეთ და გამოდით იმ პარლამენტიდან. ნუ ვაჭრობთ მთელი ოპოზიციის სახელით. .. „ხომ დაადასტურა, რომ „დარიალი ჰესის“ მშენებლები არიან და თერგი გადაყლაპეს. დამღლელია ეს უსინდისო ვაჭრობა, დამღლელია“, განაცხადა ნათელაშვილმა.
ლევან იოსელიანმა დაადასტურა, რომ მისი ძმა „დარიალი ჰესის“ დირექტორია და ნათელაშვილის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ „მთელი მისი [ნათელაშვილის] მოღვაწეობა, რაც კი პოლიტიკაშია, არის პოლიტიკური ვაჭრობა“.
„იგი მანამდე იყო თბილისის საჯარო რეესტრის უფროსი. ჩემი ძმა თავის კარიერაში ყოველთვის იყო წარმატებული ადამიანი და ამაში მე არაფერი არ მიკვირს, რომ ახლა იქ არის... შალვა ნათელაშვილის განცხადებებზე არ გავაკეთებ კომენტარს იმიტომ, რომ ძალინა მეუხერხულება, ვილაპარაკო იმ კაცზე, რომელიც პოლიტიკურ ვაჭრობაზე საერთოდ ჩემკენ იშვერს ხელს, მთელი მისი მოღვაწეობა ჩემი აზრით, რაც კი პოლიტიკაშია, არის პოლიტიკური ვაჭრობა და სხვა არაფერი, სხვადასხვა დროს, სხვადახვა გამორჩენის მიზნით“, განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.