თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
11-02-2021, 10:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, კერძოდ კი, N37, N39, N41, N43, N45, N47, N49, N51, N53, N55, N57, N59, N61 და N63-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

 


ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა, რაც წვიმიანი ამინდის დროს გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. მიწისქვეშა სანიაღვრე სისტემის მოწყობის - მილების და ჭების დამონტაჟების შემდეგ, გზის საფარი განახლდება.

 


სამუშაოების მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

 

 

„ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, გამგეობის დაკვეთით მოხდა სანიაღვრე ქსელის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. ამ დროისთვის, შესაბამისი სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. შედეგად, აქ არსებული 14 კორპუსის ტერიტორიაზე წვიმიან ამინდში წყლის დაგუბება აღარ მოხდება, ასევე, განახლდება გზა, რომ ადამიანებმა კომფორტულად გადაადგილება შეძლონ“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

 


4795 კვ. მ ფართობის გზის საფარის მოწესრიგებაზე, 379 669 ლარია გამოყოფილი, სანიაღვრე ქსელის მოწყობის პროექტის ღირებულება კი, 368 910 ლარს შეადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი