დონალდ ტრამპსა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა ბრედ რაფენსპერგერს 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში მისი გამარჯვებისთვის საჭირო 11 780 ბიულეტენის მოძიება ან ხმების გადათვლა მოსთხოვა, გამოძიების მიზეზი გახდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება ჯორჯიის შტატის პროკურატურამ აღნიშნული სატელეფონო საუბრის საფუძველზე დაიწყო.
ტრამპსა და ბრედ რაფენსპერგერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი 3 იანვარს გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა და აუდიოჩანაწერის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნისა და მისი იურიდიულ მრჩევლის, რაიან ჯერმანის შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნა.
„ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს შემდეგია: მინდა, 11 780 ბიულეტენი ვიპოვო, ვინაიდან შტატში გავიმარჯვეთ“, – ეუბნება ტრამპი სატელეფონო საუბარში ბრედ რაფენსპერგერს, ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს.
ამასთან, კონგრესის ზედა პალატაში, სენტაში ტრამპის იმპიჩმენტის პროცესია დაწყებული. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ამბოხების წაქეზებაში ედება ბრალი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.