ნამდვილად შემიძლია ვუთხრა ქართულ და ამერიკულ საზოგადოებას, რომ არაფერი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი არ არსებობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა ამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ჯონ კირბის მიერ "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარს უპასუხა, თუმცა დააკონკრეტა, რომ მას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადება არ მოუსმენია.
"ნამდვილად შემიძლია ვუთხრა ქართულ საზოგადოებასაც და ამერიკულსაც, რომ არაფერი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი არ არსებობს. მე სხვათა შორის, რამდენიმე ელჩმა მითხრა და ყველა დავაწყნარე, რომ არავინ არ ებრძვის არც ერთ ტელევიზიას, მათ შორის, "რუსთავი 2"-ს და არავინ აპირებს ტელევიზიის დახურვას", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს მიმართა, რომ ამ საკითხს პოლიტიკურად პირველ რიგში სწორედ ისინი აქცევენ.
"საუბარია დამფუძნებლებს შორის ურთიერთობაზე. რა შუაშია აქ პოლიტიკა", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
კითხვაზე, რომ დაყადაღებულია "რუსთავი 2"-ის ქონება, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ქონება დააყადაღა მოსამართლემ.
"ვინ დააყადაღა, მოსამართლემ დააყადაღა. ანუ ეს არის როგორც წესი, სამართლიანი გადაწყვეტილება, რატომაა ეს პოლიტიკური", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დამფუძნებლებს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს და არც ერთი სახელმწიფო არ იკადრებს ამაში ჩარევას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.