თბილისის მერი თემქის ხევში საქალაქო პარკის მოწყობის მიზნით დაწყებულ სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის თქმით, 22 ჰა ფართობზე, სადაც ადრე მხოლოდ ჭაობი იყო, თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი პარკი მოეწყობა.
„ნაძალადევის რაიონში დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის - საქალაქო პარკის განხორციელება. თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება რეკრეაციული სივრცეების მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, არსებულს კი მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ. პირველ ეტაპზე რა სამუშაოებიც მიმდინარეობს, არის მიწის ზედაპირის მოჭრა. რაც დაჭაობებული იყო, მოიხსნება, რის შემდეგაც დაიწყება უშულოდ პარკის მოწყობის სამუშაოები. გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაც ეს იყო, რომ რაც შეიძლება ბევრი პარკი მოეწყოს ქალაქში იმისთვის, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და ადამიანებს ჰქონდეთ დასვენების, განტვირთვის შესაძლებლობა. ასეთი პროექტები ყოველთვის მისასალმებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ეტაპზე დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა და მედიათეკის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანობაში კი, 22 ჰექტარზე იგეგმება სკეიტპარკის, სარბენი, სასეირნო და ველობილიკების მოწყობა, ასევე, აშენდება კაფე, მედიათეკა, ბელვედერი; მოეწყობა სპორტული და საბავშვო მოედნები, ამფითეატრი, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ურბანული მეურნეობის ზონა. ამასთან, ტერიტორიაზე გაკეთდება ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს; დამონტაჟდება განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობისსისტემები. ტერიტორიაზე დაგეგმილია 4764 ძირი ხის, 820 ბალახოვანი მცენარისა და 4640 ძირი ბუჩქის დარგვა, 55 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი დაითესება ბალახი.პარკის მოწყობის სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.