თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დიდი მასშტაბის დაუმორჩილებლობის აქციების გამართვის შესახებ გაკეთებული მოწოდება შეაფასა და თქვა, რომ „არავის გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა“.
„სააკაშვილის ასეთი განცხადება პირველი არ არის, ამას ვისმენთ ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი ადამიანი, რომელიც ძირითადად დაკავებულია დესტრუქციით და ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, დაპირისპირება, ქართველი ხალხის პოლარიზება და ა.შ. კანონის ფარგლებში ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.