„რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარლამენტში ერთჯერადად შესვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ერთ დღეში შეცვალა
11-02-2021, 14:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარლამენტში ერთჯერადად შესვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ერთ დღეში შეცვალა და ამის მიზეზად „ქართული ოცნების“ დათმობაზე წასვლის სურვილის არარსებობა დაასახელა.

 


როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა და მე-10 მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკით, „ძალა ერთობაშია“ - მოხვედრილმა თამარ კორძაიამ განაცხადა, ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წამსვლელი არ არის და აქედან გამომდინარე, ისინი ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებების ფარგლებში რჩებიან.

 


„გუშინ გაჟღერებულმა განცხადებამ ნათლად აჩვენა, რომ „ქართული ოცნება” კვლავინდებურად კედელაღმართული დგას, არანაირ კომპრომისზე წამომსვლელი არ არის. ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო პოლიტიკური პარტიების საერთო თანხმობის შემთხვევაში ამის გაკეთება. პოლიტიკურმა პარტიებმა გამოხატეს თავისი პოზიცია, რომ ისინი მზად არიან, პარლამენტში შევიდნენ და ხმა მისცენ მხოლოდ ვადამდელი არჩევნების და ამას მოყოლებული საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების ფარგლებში. ვფიქრობთ, თემა უკვე ამოიწურა და ამ ფორმით ამ საკითხზე საუბარი რთული იქნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე.

 


სხვა პარტიების ცალკეულმა წევრებმა, მაგალითად, არმაზ ახვლედიანმა, „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრებმა თქვეს, რომ შესაძლოა ერთჯერადად შესვლა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ და დააზუსტა, რომ უბარიერო პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერაზე კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან არ ყოფილა.

 


მისი თქმით, ხმას მხოლოდ იმ ცვლილებებს მისცემს, რაზეც საერთო ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდება.

 


„მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანებს შორის, ვინც გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, დაუღალავად იბრძოდა არჩევნების კანონიერად ჩატარებისათვის. მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები არ ჩატარდა კანონიერად და ძალაუფლება მიიტაცა ,,ქართულმა ოცნებამ”. ის პოლიტიკური პარტიები, ვისთან ერთადაც ჩვენ ოპოზიციაში ვთანამშრომლობთ, თუ მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების გამო მივცეთ ხმა ამ ცვლილებებს, მე ამას გავაკეთებ, სხვა შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც ღრმად სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა ხელისუფლება, ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ“, – განაცხადა კორძაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი