ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს.
დღეს ამაღლების, ბზვანის და საპრასიის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია შეხვდა.
ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებთა მოთხოვნას წარმოადგენს ბაღში ატრაქციონების განთავსება და არტეზიული ჭის მოწყობა, ინაშაურში კი ბეტონის გზა და შიდა საუბნო გზების რეაბილატაცია.
საპრასიის მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წყლის მილების განთავსება, სოფლის ცენტრში სკვერის, საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და ამავე ეზოში მცირე ატრაქციონის მოწყობა წარმოადგენს.
ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანია შიდა საუბნო გზების რეაბილიტირება, საბოგირე გადასასვლელი, სასმელი წყლის მილების შეძენა და მინი სტადიონის რეაბილიტირება.
სოფლის საერთო კრებები კოვიდ პანდემიის გამო, ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით იმართება.
პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.