ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დღეს პატივს მივაგებთ ლინგვისტსა და მეცნიერ, საქართველოს, რუსეთის, ავსტრიის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიების წევრ თამაზ გამყრელიძის ხსოვნას.
მისი აკადემიური მიღწევების გარდა, აკადემოკოსი გამყრელიძე, ასევე, მისი სიტყვის გამო ახსოვთ, რომელიც 1989 წელს კრემლში წარმოთქვა და ყურადღება მიაპყრო მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად საბჭოთა არმიის მიერ ჩადენილ საზარელ ქმედებებს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაშავდა“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.