ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველო „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს, ხოლო უკვე დაანონსებულია, რომ თებერვლის ბოლოსთვის საქართველო ვაქცინის პირველ დოზებს მიიღებს, რაზეც უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთ მომწოდებლად გვყავს განსაზღვრული კოვაქსპლატფორმა, სადაც განსაზღვრულია 300 000 დოზამდე ვაქცინის მიღება. დამატებით მიმდინარეობს პირდაპირ მწარმოებელთან კომუნიკაცია, საიდანაც ჩვენ გვაქვს დასტური, რომ 150 000 დოზას მივიღებთ მარტის პირველ ნახევარში. მოლაპარაკებები გრძელდება. მათ იციან ჩვენი საჭიროებები. ეტაპობრივად ყველა მწარმოებლისგან და კოვაქსპლატფორმიდან მოხდება საჭირო რაოდენობების მოწოდება საქართველოსთვის“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ და დაამატა:
„დღეისთვის ასევე ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით კიდევ 150 000 ვაქცინა. თქვენ იცით, რამდენად დეფიციტურია ზოგადად ბაზარზე ვაქცინა და ხშირად ისმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რათა სანდოობა იყოს მაღალი. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, კოვაქსპლატფორმის პირობებში „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ მოწოდებას უზრუნველყოფს თვითონ კოვაქსპლატფორმა. შესაბამისად, ავიაკომპანიაზეც ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უსაფრთხო მოწოდების წყარო, რადგან ვიცით, თუ რამდენად რთულია „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.