საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებ მოქალაქეთა რაოდენობა მილიონს აღწევს
12-02-2021, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სოციალური დაცვის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობამ 958 317 შეადგინა. აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 783 705 პირი, რომელთაგან 71.0 პროცენტი ქალია, ხოლო 29.0 პროცენტი – კაცი.

 


რეგიონების მიხედვით, პენსიის მიმღებთა 29.2 პროცენტი თბილისშია, 16.4 პროცენტი – იმერეთში, 10.8 – პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.7 პროცენტი – ქვემო ქართლში, 9.0 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.9 პროცენტი ფიქსირდება.

 


საქსტატის ცნობით, გასულ წელს სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 174 612 შეადგინა, საიდანაც 35.0 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 65.0 პროცენტს – კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 72.5 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.6 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 8.9 პროცენტს – ომის მონაწილეები, 5.7 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

 


რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 26.7 პროცენტი თბილისშია, 17.1 პროცენტი იმერეთში, 11.1 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.7 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 35.4 პროცენტი ფიქსირდება.

 


ამასთან, 2020 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 330 943 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 146 619. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 63.1 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 32.7 ათასით განისაზღვრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი