ნიკა მელიას გირაოს ვინმე თუ გადაიხდის, ეს იქნება ხელისუფლების პროვოკაცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა განაცხადა. მისი თქმით, თავად მელია და მასთან დაკავშირებული პირები გირაოს გადახდას არ აპირებენ.
ხვედელიანის განცხადებით, მელია ამ პროცესში მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად მართალია.
„დღეს ვადა ეწურება იმ ბომბს, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ თავს დაუდო. ნიკა მელიამ მანამდეც განაცხადა და დღესაც აცხადებს, რომ ის და მასთან დაკავშირებული ადამიანები არ აპირებენ გირაოს გადახდას, რადგან არ თვლიან ლეგიტიმურად. ვინმე თუ გადაიხდის, ეს იქნება ხელისუფლების პროვოკაცია. გამოჩნდება, ვინ გადაიხდის. ნიკა მელია ამ პროცესში მართალია როგორც მორალურად, ისე პოლიტიკურად და სამართლებრივად. ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ თანხას არ გადაიხდის და ვერ დააპატიმრებენ. ერთი ვერსია, რაც ჩანს, არის, რომ მესამე პირი აპირებს გადახდას.
ეს არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ესაა გავრილოვის საქმე, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმეს გირაოთი. ერთი გირაო უკვე გადახდილი აქვს, პირველ ნოემბერს სამაჯური მოიხსნა, დაახლოებით ერთი კვირის წინ კი ხელისუფლებამ დაამატა გირაოს თანხა და მოითხოვა შეტანა, რაც არის იურიდიული და სამართლებრივი ნონსენსი, ასეთი რამ არავისთან მიმართებაში არ მომხდარა. „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია პატივს სცემენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართლებრივ სისტემას, თუმცა სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი სისტემა არ არსებობს. მასზე პასუხი რაც შეიძლება იყოს, ესაა პროტესტი და სწორედ ეს გზა აქვს არჩეული მელიას. ის არ ემორჩილება პროკურატურის უკანონო მოთხოვნას“, – განაცხადა ხვედელიანმა, როგორც ამას პირველი არხი იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.