გიორგი გახარია ოზურგეთის სრულად რეაბილიტირებულ პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა
12-02-2021, 13:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოზურგეთის სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა და მის ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის შენობა დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 


პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა 1 000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა, შესაბამისად, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე შენობებში განთავსდებიან. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებულ შენობაში, სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები მოეწყო.

 


რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრს, ერთსართულიან შენობაში ოთახები პანორამული ხედებითაა განლაგებული. შენობა მოიცავს საკონფერენციო დარბაზს, როგორც დახურულ, ისე ღია სამუშაო სივრცეს, სასწავლო და კომპიუტერის ოთახებს, ტექნიკურ ოთახებს, მინი ფაბრიკის ლაბორატორიას და გამწვანებულ შიდა ეზოს. ინოვაციური ცენტრის ტერიტორიაზე ეწყობა სპორტული მოედანი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ცენტრის ამოქმედება ადგილობრივ ახალგაზრდებს სწავლასთან ერთად, თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენების და თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების საშუალებას მისცემს.

 


სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მნიშვნელობას, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ჯანმრთელობა. ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, ორ კვირაში ერთხელ, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სულ მცირე 20%-ს სავალდებულო ტესტირება უტარდება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

 


განათლების სფერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. ბოლო ორი წლის განმავლობაში გურიაში აშენდა სამი ახალი საჯარო სკოლა, მათ შორის ერთი ლანჩხუთში, ორი ჩოხატაურში. მიმდინარეობს ოთხი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 საჯარო სკოლას, მიმდინარეობს ცხრა სკოლის შენობის რეაბილიტაცია.

 


ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი