საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში მოუსმინეს, სადაც უწყების ხელმძღვანელმა განხორციელებული რეფორმების, სპეციალური პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა, დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ნდობის ჯგუფის წევრებს უწყების მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვით აქტიურად მიმდინარეობს ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება. ასევე, უწყების ხელმძღვანელმა ნდობის ჯგუფის წევრებთან თავდაცვის ძალების სადაზვერვო შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და სამხედრო მრეწველობის განვითარების გეგმები განიხილა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.