გიორგი გახარიამ პრემიერ მინისტრის პოსტიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს მომაბეზრებელი ჭორები უწოდა
12-02-2021, 15:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წელიწადზე მეტია, უკვე ეს კითხვები ისმის, როდის მიდიხართ? დღეს, ხვალ, გუშინ უკვე ხომ არ წახვედით, ჯერ მოვდივარ ხომ ხედავთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოსტიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ კომენტირებისას და აღნიშნა, რომ გუნდიდან სრულ მხარდაჭერას გრძნობს.

 

 

„ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც უკვე გახდა მომაბეზრებელი. რაღაც უფრო საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ხომ შეიძლება, ვისაუბროთ. ხომ არ შეიძლება, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ჟურნალისტებთან რამდენჯერ დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ ან როდის გადადგებით?! უკვე იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა გახარიამ და დაამატა:

 

 

„ვგრძნობ სრულ მხარდაჭერას ჩემი გუნდის მხრიდან და ეს მხარდაჭერა მაძლევს იმ ძალას, რომ ვიყო ეფექტური, რათა პრობლემები გადავწყვიტო. თქვენ შეიძლება, ეს გეჩვენებათ, მე ამას ვერ ვგრძნობ. მე ამას აღვიქვამ როგორც ჭორაობად. ვგრძნობ და მაქვს სრული მხარდაჭერა ჩემი გუნდის ისევე, როგორც ირაკლი კობახიძეს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს აქვს სრული მხარდაჭერა ჩემი მხრიდან და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან“.

 

 

გახარიამ რეგულაციების დარღვევის საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შესახებაც გააკეთა კომენტარი და ამას პოლიტიკური ხულიგნობა უწოდა.

 


„მე ამას ვაფასებ, როგორც პოლიტიკურ ხულიგნობას, მეტს არაფერს. როდესაც ადამიანებს პოლიტიკური, ნორმალური კონტენტის შექმნა არ შეუძლიათ, შინაარსობრივ დებატში შემოსვლა არ შეუძლიათ, ისინი უბრალოდ პოლიტიკურად ხულიგნობენ. ვიღაც ხულიგნობს აქ, საქართველოში, ვიღაც პოლიტიკურად ხულიგნობს ქვეყნის გარედან, ამას რა მნიშვნელობა აქვს?!“ – განაცხადა გახარიამ.

 


მისი თქმით, მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, ვინ ზრუნავს მათზე.

 


„ჩვენი მოქალაქეები ამას ყველაფერს ხედავენ და აფასებენ. ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, ვინ ზრუნავს მათზე და რას ნიშნავს ადამიანებზე ზრუნვა. ეს ყველაფერი არჩევნებშიც აისახა. ხომ ნახეთ, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ამბიციები ჰქონდათ უზარმაზარი, ორ და სამ პროცენტს ძლივს აცდნენ. ამიტომ, აქ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ დროს ვკარგავთ.

 


ეს პოლარიზაცია, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზეა, სამწუხაროდ, ხდება ქვეყნის მომავლისა და უსაფრთხოების პრობლემა. ყველამ ნება უნდა იბოძოს, გაიაზროს პასუხისმგებლობა. იმდენი ტვინი თუ არ აქვს, რომ ეს პასუხისმგებლობა გაიაზროს, მოქალაქეებს მაინც მიაქციოს ყურადღება, რომლებმაც მას ხმა მისცეს და ნება იბოძოს, შევიდეს და იყოს იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და არა ქუჩაში“, – განაცხადა გახარიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი