ლადო პაპავა სტუდენტების ერთი ნაწილის მიერ მისი გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს. იგი მასთან დაპირისპირებულ სტუდენტებს დიალოგისაკენ მოუწოდებს, რასაც სტუდენტები მიუღებლად თვლიან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით, საღამოს 10 საათზე შიმშილობის დაწყებას აპირებენ.
მე-2 დღეა რაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით, უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების აქცია იმართება.
აქციის მონაწილეთა თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა ვერ ახერხებს. აქციის მონაწილეთა შეფასებით, უნივერსიტეტში არის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მოქნილ ორგანიზმად არის გადაქცეული, რათა უნივერისტეტმა ვერ მოახერხოს სწრაფი განვითარება. სტუდენტების თქმით, გარდა ბიუროკრატიული მანქანისა, უნივერსიტეტში არის ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომელსაც ემატება ლექტორთა არაკვალიფიციურობა.
“უნივერსიტეტში არის პრობლემები, რომლებიც არ გვარდება. თსუ-ს თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას ესაუბრა ამ პრობლემებზე, თუმცა შეხვედრამ ის შედეგი მოგვცა, რომ არაფერზე პასუხი მას არ ჰქონდა. უნივერისტეტში არსებობს ბიუროკრატიული მანქანა, რათა სტუდენტებმა აქეთ-იქით იარონ პრობლემების გადასაჭრელად და ვერაფერი გაარკვიონ”, – განაცხადა თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.
მისივე ინფორმაციით, სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამოიყენა სამართლებრივი ბერკეტი და ფაკულტეტის საბჭოების მუშაობა შეაჩერა იქამდე, ვიდრე არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება და არ დატოვებს დატოვებულ თანამდებობას ვლადიმერ პაპავა. სტუდენტური თვითმმართველობა საუბრობს ასევე უნივერსიტეტში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე.
“არსებობს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო უწყებები უნივერსიტეტის საქმიანობის შესწავლას აპირებენ, რაც გულისხმობს სხვადასხვა ტენდერებსა და შესყიდვის საქმეებს”, – განაცხადა შალვა საბაურმა.
უნივერსიტეტში შეკრებილმა სტუდენტებმა აქციის დროს ვლადიმერ პაპავას წითელი ბარათიც უჩვენეს, ნიშნად იმისა, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა უნივერსიტეტის ეზოდან ვლადიმერ პაპავას კაბინეტთან გადაინაცვლეს და ულტიმატუმი წაუყენეს.
აქციის მონაწილე სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გადადგომისთვის ვადას დღეს, 22.00 საათამდე აძლევდენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ შიმშილობას დაიწყებენ.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ წითელი ბარათი იმის ნიშნად, რომ რექტორმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. მათივე თქმით, მიტანილი აქვთ უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსებში არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურის ფოტომასალა.
სტუდენტები რექტორს მოუწოდებენ წავიდეს თანამდებობიდან, ისინი სკანდირებენ – “წადი, წადი!” თუმცა როგორც პაპავამ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, ის გადადგომას არ აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.