საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა, რომ მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება და ამ საკითხზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანი საზოგადოებაში შფოთვის შეტანაა.
„ბოლო დღეებია, ვუსმენ თქვენ მიერ აწეულ, ასე ვთქვათ, ამ აჟიტირებულ კამპანიას, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში რაიმენაირად შეიტანოთ შფოთვა და შექმნათ წარმოდგენა, რომ თითქოს რაღაც არეულობაა ჯგუფში. გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურად არაფერი არ ხდება. მივმართავ ამ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც მხოლოდ ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნით არის დაინტერესებული, მთავრობასა და ჩვენს ხელისუფლებაში არავითარი მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.