გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიაში ცვლილებები და გადაწყვეტილებები უგულავა-სააკაშვილის შეხვედრას არანაირად არ უკავშირდება
12-02-2021, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პარტიის შიგნით მიმდინარეობს დისკუსია ყველა ტიპის საკითხზე, იქნება ეს სტრატეგია, ტაქტიკა, სტრუქტურული თუ ვინმეს პერსონალური ან გუნდური გადაწყვეტილებები. ბოკერიას თქმით, პარტიაში ცვლილებები და გადაწყვეტილებები ნებისმიერს შეიძლება შეეხოს.

 

 

„დღეს მიდის ის პროცესი, რომელზეც ყველამ უკვე საჯაროდ ისაუბრა. ეს პროცესი პარტიის შიგნით კარგა ხანია, დაიწყო, პრესამ გაიგო ეს რამდენიმე დღის წინ და მოყვა ამას არასწორი ფორმით სპეკულაციები. ეს დისკუსია გაგრძელდება და ყველა ტიპის საკითხზე, იქნება ეს სტრატეგია, ტაქტიკა, სტრუქტურული თუ ვინმეს პერსონალური ან გუნდური გადაწყვეტილებები, ამასთან დაკავშირებით, ერთად მოგახსენებთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

 


მისი თქმით, პარტიაში ცვლილებები არანაირად არ უკავშირდება უგულავა-სააკაშვილის შეხვედრას.

 


„ახლა სწორედ იმიტომ ვიკრიბებით, რომ ეს პროცესი მიდის. მთავრობის პროპაგანდა მუშაობს ამაზე. დაპირისპირებას კი არ აქვს ადგილი, რაც მოგახსენეთ, იმას აქვს ადგილი – დისკუსიას იმის თაობაზე პარტიისთვისაც და ქვეყნისთვისაც პოლიტიკურად რთულ მომენტში, გაყალბებული არჩევნების შემდეგ როგორ უნდა გააგრძელოს პარტიამ მუშაობა. რაც გითხარით, არაფერი იმის მიღმა არ ხდება. იმიტომ ვართ შეკრებილი, რომ შეიძლება, დღესვე იყოს რაიმე სახის გადაწყვეტილება, შეიძლება, დაგვჭირდეს მეტი დრო. ვერანაირ ახალ ამბავს ჩემგან ახლა ვერ გაიგებთ, რადგან ჯერ არ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. შეიძლება, შეეხოს პერსონალიებს, ნებისმიერს შეიძლება შეეხოს და როცა იქნება ეს გადაწყვეტილებები, შემეძლება, რომ გითხრათ. ეს არ უკავშირდება უგულავა-სააკაშვილის შეხვედრას, ჩემი აზრით, არანაირად“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი