ამირან სალუქვაძე: რაღაც ორკესტრირებულად აიწია სამხედრო დაზვერვის თემა: იქით ცხინვალის ე.წ. კგბ-ს მიერ, აქეთ ქართული მედია ძველ ამბებზე წერს
12-02-2021, 17:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაღაც ორკესტრირებულად აიწია სამხედრო დაზვერვის თემა: იქით ცხინვალის ე.წ. კგბ-ს მიერ, აქეთ ქართული მედია ძველ ამბებზე წერს. რამდენად მომგებიანია კასრების საქმის ფიგურანტის გამოყენება ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის, დავინახავთ, - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე აქვეყნებს.

 

 

"რაზეა საუბარი? სამხედრო დაზვერვამ, კერძოდ მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, წინა ხელისუფლების დროს, შექმნა ჯაშუშური ქსელი, რომელიც, შექმნიდან რამდენიმე თვეში, ასევე წინა ხელისუფლების პერიოდში, 2012 წლის მარტში, ჩავარდა, რასაც რუსეთის მხრიდან ქსელის წევრების დაკავებები და გასამართლება მოჰყვა.

 


დავით გარეჯის თემის არ იყოს, რომელიც ასევე გამოიყენეს იქით შეედავეს პრინციპით და უკან შეუტრიალდათ, აქაც, ალბათ, იგივე მოხდება.

 

 

ქსელი, როცა შექმნიდან რამდენიმე თვეში ვარდება, აშკარად დიდ პრობლემებთან გვაქვს საქმე. მათ შორის კვალიფიკაციასთან.

 


სჯობს ასეთი თემები დაივიწყონ ხოლმე. როცა თავად ხარ თემის წამოწევის ინიციატორი, იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ ამ მივიწყებულ საქმეს შესაბამისი სტრუქტურების სპეციალისტები გამადიდებელი შუშით შეხედავენ. იქ კი შეიძლება იჩინოს თავი ბევრმა ხარვეზმა.

 


ეს ნიუანსები, შესაძლოა, არ იცოდეს ჟურნალისტმა, მაგრამ უნდა ესმოდეს სპეციალისტს.

 


ერთ რამეს ვერ ვიგებ, დღევანდელ ხელისუფლებას რა პრეტენზიას შეიძლებდა უყენებდე, როცა ამ პირების დაკავება, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, ნაციონალური მოძრაობის დროს, ანუ 2012 წლის მარტში მოხდა. ხელისუფლება კი 7 თვეში შეიცვალა.

 


ანუ, ვიმეორებ, ქსელი შეიქმნა და ჩავარდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე.

 


მოქმედი ხელისუფლების დროს კი მოხდა ამ დაკავებულ პირთა მეტი ნაწილის გათავისუფლება და სამშობლოში დაბრუნება. თუ არ ვცდები 15 პირამდე გათავისუფლდა. მათ აქ სათანადო ყურადღება მიაქციეს. რამდენიმე დღესაც იხდის რუსეთში სასჯელს და მათთან დაკავშირებით მუშაობა ასევე მიმდინარეობს.

 


ვრცელი მასალებია გამოქვეყნებული. რა თქმა უნდა ჩავუღრმავდები და შევისწავლი. თუ რამ საინტერესო იქნება, მოგახსენებთ ჩემს შეფასებებს.

 


რაც ერთი შეხედვით ჩანს, წინა ხელისუფლებისთვის ეს თემა წამგებიანია. ისევე როგორც წამგებიანია და დამაზიანებელია ქვეყნისთვის ამ თემის ახლიდან აწევა.

 


ყველა შემთხვევაში, თემა ღიადაა გავრცელებული, რაც სამართლებრივი შეფასებების საფუძველი უნდა გახდეს", აცხადებს სალუქვაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი