ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ ცოტა პარადოქსული სიტუაცია არის, რადგან ნიკა მელიას განცხადება პარლამენტში მაგიდაზე დევს და იმუნიტეტის მოხსნა, ერთმანეთთან გაუგებარია, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა.
„დასჯაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ იქნებ, რაიმე ფორმის გამონახვა იყო შესაძლებელი და გირაოს შეტანა მომხდარიყო. ამ საკითხს დაარეგულირებდა. ბევრი პარადოქსია – გირაო არ შედის, მეორე მხრივ, უფლებამოსილების შეწყვეტა არ გვინდა და თან იმუნიტეტის შეწყვეტაზე განცხადება დაწერილი აქვს. ჩემთვის ბევრი რამე გაუგებარია“, – განაცხადა ზილფიმიანმა და დაამატა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია..
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს დღეს მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.