„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალ ყრილობაზე, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს, არ დააყენოს თავისი კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე.
მან თქვა, რომ საჭიროა პარტიაში განახლება მოხდეს.
„ხანგრძლივი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველოს“ მომდევნო ყრილობაზე, რომელიც მაისში გაიმართება, როდესაც დადგება პარტიის თანამდებობის პირების არჩევის საკითხი, არ დავაყენო ჩემი თანამდებობა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. პარტიას სჭირდება განახლება. დღეს დაკვეთაა, რომ მოხდეს განახლება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
პარტიის გენერალური მდივნის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო გიგი უგულავამაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.