გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ შედეგი იყო ძალიან ცუდი და ამაზე იგი პასუხისმგებლობას იღებს.
„დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ, მომავალ ყრილობაზე ვიყარო კენჭი გენერლურ მდივნად. აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე, სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგულ ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად“, – განაცხადა უგულავამ.
მანამდე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალ ყრილობაზე, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს, არ დააყენოს თავისი კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე.
ბაქრაძის და უგულავასაგან განსხვავებით, ჯერჯერობით, პარტიიდან არ მიდის გიგა ბოკერია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.