მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ტფილისელები თავიანთ გოგონებს აგზავნიდნენ მონასტერში და ადრეც ათხოვებდნენ, ზოგჯერ აკვანშიც კი ნიშნავდნენ. ეს ჩვეულება ქართველებს გადმოჰყვათ იმ დროიდან, როცა სპარსეთის შაჰის ჰარამხანისთვის საქართველოში ლამაზ ქართველ ქალთა ,,შეთვალიერებით“ ბევრი მსტოვარი იყო დაკავებული. გოგონების ,,სასწრაფო“ გათხოვებამ მაჭანკლობის პრესტიჟული პროფესიაც გაჩინა, რომელიც ცოტა მოგვიანებით, ქვეყანის დაწყნარებასთან ერთად, სათაკილოდ იქცა. საქმროები ანგარიშიანებიც გახდნენ და მზითვად ფულის ან პროტექციის მოთხოვნა დაიწყეს. ამიტომ მაჭანკლები ჯერ მზითვის ქებას იწყებდნენ და მერე ქალის სილამაზის. ბოლოს კი ოჯახის კავშირების ქებას, რომ საპატარძლო დიდი კაცის ნათესავი ან ნათლული მაინც არის. ამის შემდეგ იწყებოდა ,,კომერცია“ და ვაჭრობა.
1840-იანი წლებისთვის საშუალო კარგი მზითვი შეადგენდა 5 ათასს მანეთს ვერცხლით. 7 ათასი კი ძალიან ,,მომგებიან პარტიას“ ნიშნავდა. 10 ათასი -მხოლოდ წარმატებული კომერსანტების დონე იყო. საცოლის პირველად ნახვის დღეს ,,პირის ნახვა“ ერქვა. ამის შემდეგ საცოლეზე უარის თქმის უფლება საქმროს აღარ ჰქონდა. სასიძო უკვე ახლობლად ითვლებოდა და მას შეეძლო არამარტო საცოლის ნახვა, არამედ პატარა საჩუქრების მირთმევაც, ძირითადში კრიალოსანი და ხელსახოცები.
ქორწილის დღეს მეჯვარე (ნათლია), რომელიც სიძის ძალიან ახლობელ მეგობარს წარმოადგენდა და შემდგომ შვილის ნათლიას, შეარჩევდა და შეკრებდა მაყარს, სიძე მიყავდათ აბანოში, პარსავდნენ წვერს და აუპარსავდნენ კეფას. საცოლეც თავისი მეგობრების თანხლებით მიდიოდა აბანოში. იმ დროს ჯვრისწერა იმართებოდა საღამოობით, ეკლესიიდან ახალგაზრდები სიმღერით, იარაღის ბათქა-ბუთქით და ნეფე-დედოფლის თავზე გადაჯვარედინებული ხმლებით გამოდიოდნენ. შემდეგ იმართებოდა ქორწილი, რომელიც როგორც წესი, სამი დღე გრძელდებოდა. ეს პერიოდი დედოფალი პირბადით იმყოფება და მხოლოდ მესამე დღეს ყველა ნათესავის და მეგობრების თანდასწრებით მეჯვარე ხმლის წვერით აუწევდა დედოფალს პირბადეს და წამოვიდოდა საქორწინო საჩუქრები. ამ ჩვეულებას, სადაც დასწრება საპატიოდ ითვლებოდა ,,პირის სანახავი“ ერქვა. საჩუქრებს ღებულობდა მეჯვარე ან მაყარი და ხმამაღლა აცხადებდა დამსაჩუქრებლის ვინობას, ,,ღმერთმა დალოცოს ესა და ეს ბატონიო“. საჩუქრებში შესაძლოა ყოფილიყო ფულიც და ყმა-გლეხებიც, ვერცხლის კოვზი ან აზარფეშა. ქორწილის დამთავრების შემდეგ ახლადდაქორწინებულები პირველად განმარტოვდებოდნენ. ვაჟის ალერსზე ქალი ან ვერ ან არ პასუხობდა. ამისათვის კი ქმარს წინასწარ მომზადებული საჩუქარი ჰქონდა, რომელსაც ,,ხმის გასაცემს“ ეძახდნენ. ამის შემდეგ ქალი უკვე ესაუბრება და ეალერსება ქმარს.
ვაჟს როგორც ,,ნამდვილი ქართველი აზნაური“ მალე ბეზრდებოდა ოჯახური ატმოსფერო, ერეოდა მეგობრებში, ქეიფობდა და თავგადასავლებში იყო. ქალი კი სახლში მეურნეობას უძღვებოდა, თუმცა შეძლებულ ტფილისელ ქართველებში ქალის მიერ ფიზიკური შრომა სასირცხვილო საქმე იყო. დიასახლისი სამეურნეო საქმეებისთვის მხოლოდ მსახურებს განაგებდა, დავალებებს აძლევდა და მათ მუშაობას აკონტროლებდა. ქმარი ხშირად ბაქიობდა ამ მდგომარეობით, მაგრამ სინამდვილეში და არც ისე იშვიათად, ოჯახში ქალის ნების ამსრულებელი გახლდათ.
ედიშერ ოდიშარია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.