შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ განცხადებას ავრცელებს და უარყოფს „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც რომელიც უწყების თქმით, "ჩვეულ სტილში, შეთხზული ფაქტებითა და უსაფუძვლო ბრალდებებით იყო შედგენილი".
"გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც ჩვეულ სტილში, შეთხზული ფაქტებითა და უსაფუძვლო ბრალდებებით იყო შედგენილი. ამჯერად, ტელეკომპანიის მზარდი ინტერესის საგანი ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი და მის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები გახდა.
უპირველესად, ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი არ შედგა, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“-ს გაგვაჩნია საკმარისი მარაგები და არცერთი წუთით არ შეფერხებულა ჯარის საჭირო ინვეტარით მომარაგება.
ცხადია, ელემენტარული ლოგიკაც საკმარისია იმ ფაქტის გასააზრებლად, რომ ტენდერის მიმდინარეობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ შემსყიდველზე და შეუძლებელია კვებითმა კომპანიამ ტენდერის შედეგები წინასწარ განსაზღვროს. მით უფრო ამ ფაქტის „სისტემურ პრობლემად“ წარმოჩენა არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ შორს არის საღი აზრისგან და მხოლოდ ირონიას იწვევს. სწორედ მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია გადაუდებელი შესყიდვის მექანიზმი, რათა საჭიროებები სწრაფად და ეფექტურად იქნეს უზრუნველყოფილი", ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.