თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის ემზადება
13-02-2021, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელ სწავლებას გადის. მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ათეულის დონის საველე სიტუაციური სწავლება მე-13 ბატალიონის ბაზის საწვრთნელ ტერიტორიაზე ჩაატარა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები განახორციელეს. სიტუაციური სწავლება მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებასა და მავთულხლართიანი დაბრკოლების გარღვევას ითვალისწინებდა.

 


საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელი სწავლების ჩატარების პერიოდში მის შეფასებას მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ინსტრუქტორები უზრუნველყოფენ.

 


ქვედანაყოფმა წინამოსამზადებელი სწავლების ინდივიდუალური და ათეულის დონის მომზადება სხვადასხვა ლოკაციებზე უკვე გაიარა. ათეულის დონის წვრთნების დასრულების შემდეგ, მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ოცეულის დონეზეც გაივლის მომზადებას და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) უშუალოდ ჩაერთვება.

 

 

GDRP-ის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი