13 თებერვლის მდგომარეობით, თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 201, იმერეთში – 101, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 42 შემთხვევა
13-02-2021, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

13 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 201, იმერეთში – 101, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 42 შემთხვევა.

 


მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 187 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 535 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 757 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%.

 


„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 535 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 200-ს.

 


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.75%.

 


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 757 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 257 441-მდე.

 


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 343 პირი ემსხვერპლა.

 


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, აჭარა – 28, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 40, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 42, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

 


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 390, საიდანაც: 2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 891, აჭარაში – 165, იმერეთში – 456. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 429 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 41, იმერეთში – 125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, მათგან თბილისში – 73, აჭარაში- 6, იმერეთში – 13. 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 124 – თბილისში, 139 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 2 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 108, ხოლო აჭარაში – 52.

 


სულ 6 ოქტომბრიდან – 12 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 776 პირი.

 


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 782 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 421 პირი, აჭარაში – 665, იმერეთში – 1 330“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი