საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერისა და აკადემიკოსის, თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო და ქართველი ხალხის სახელით სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სიონის საკათედრო ტაძარში თამაზ გამყრელიძის სამოქალაქო პანაშვიდზე აღნიშნა, მისი გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
„რამდენიმე თვის წინ თამაზ გამყრელიძეს მივანიჭეთ ბრწყინვალების ორდენი, თუმცა პანდემიისა და მისი ავადმყოფობის გამო ვერ მოხერხდა ამ უმაღლესი, სახელმწიფო ჯილდოს სიცოცხლეში გადაცემა. ვაპირებთ, სათანადო პირობებში გავმართოთ ღონისძიება და გავიხსენოთ მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მისი მხრიდან სამშობლოს მიმართ გამოხატული ძალიან დიდი და საპატივცემულო აქტი იყო ასევე მისი ხელმოწერა, 30 წლის წინ, საქართველოს დამოკიდებლობის აქტზე. მინდა, სახელმწიფოს სახელით კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.