საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების - შუაგორისა და ინაშაურის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა და პანდემიის დროს გაწეული ღვაწლისათვის, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა ინაშაურის საჯარო სკოლის დირექტორს ზირაქ ჯანელიძეს 80 წლის იუბილე პირადად მიულოცა, მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის და ჯანმრთელობა უსურვა. ზირაქ ჯანელიძე გერმანულისა და რუსული ენის მასწავლებელია, თუმცა რამდენიმე წელია სპორტის მასწავლებლის სერტიფიკატი აიღო, სტატუსიც აიმაღლა და სპორტის უფროსი პედაგოგი გახდა.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეების უსაფრთხოება და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მინისტრის თქმით, ყველა სკოლა უკვე აღიჭურვა ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები. ვანის მუნიციპალიტეტის სკოლებში მასწავლებელთა სავალდებულო სისტემური ტესტირების პროცესი 2 კვირაში ერთხელ მიმდინარეობს.
2020-2021 სასწავლო წლისთვის ვანის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 19 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მოწესრიგდა სველი წერტილები, გამოიცვალა გადახურვა და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა. ხოლო 2021 წელს იგეგმება ამავე მუნიციპალიტეტის 18 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.